სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი

ჩვენს შესახებ

  საქართველოში სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის  დარგს საფუძველი ჩაეყარა მე–20 საუკუნის დასაწყისში. პროფესორების: სპირიდონ ვირსალაძის, სიმონ კანდელაკის, შემდგომში  კი გიორგი მარუაშვილის მიერ შეიქმნა მეცნიერ–პარაზიტოლოგების ძლიერი  სკოლა,  რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში მალარიის ლიკვიდაციისა  და მთელ რიგი პარაზიტული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი დამსახურებაა  ქვეყანაში  პარაზიტული და ტროპიკული დაავადებების ეპიდზედამხედველობის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის  და პრევენციის   ნოვატორული მეთოდების დანერგვა. 

 ქართველი პარაზიტოლოგების მიერ  დაცულია ათობით  სადოქტორო  და საკანდიდატო დისერტაცია, გამოცემულია შრომათა კრებულები, მრავალი მონოგრაფია, სახელმძღვანელო, მეთოდური მითითება და  სამეცნიერო პოპულარული ხასიათის წერილი.

 ქართული პარაზიტოლოგიური სკოლის ტრადიციებზე აღზრდილი პრაქტიკულად ყველა ექიმი პარაზიტოლოგი, მათ შორის 7 მედიცინის დოქტორი და ლაბორატორიული საქმის პროფესიონალი სპეციალისტი, თანამედროვე ეტაპზე ღირსეულად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტში. ინსტიტუტის კვლევის სფეროს წარმოადგენს  სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკულ მედიცინასთან ასოცირებული ყველა მიმართულება.

ექიმები