ხშირი კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვეთ პასუხი? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 32 2 13 17 47.

01კვლევის რა მეთოდები გამოიყენება თქვენს ლაბორატორიაში პარაზიტული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ?

პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება მიკროსკოპირება, ანტიგენის დეტექცია და სისხლის შრატში ანტისხეულების განსაზღვრა.

02რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს პარაზიტული დაავადება?

პარაზიტული დაავადებების დროს სიმპტომები მრავალფეროვანია. ნაწლავის პარაზიტოზების დროს ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, გულისრევა, ღამით ნერწყვდენა, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ტკივილი ჭიპის ირგვლივ, ყაბზობა ან ფაღარათი. აღსანიშნავია აგზნებადობის მომატება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი, გამონაყარი.

03საშიშია თუ არა ბავშვებისთვის პარაზიტული დაავადებები?

დიახ, ბავშვის ორგანიზმში პარაზიტების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების შეფერხება, იმუნიტეტის დაქვეითება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

04როგორ მოვიტანოთ მასალა ნაწლავებში მცხოვრები პარაზიტების აღმოსაჩენად?

ნაწლავის პარაზიტოზების დიაგნოსტიკისთვის ტარდება მიკროსკოპირება. გამოსაკვლევი მასალაა ბამბის ტამპონი / პერიანალური ანაფხეკი და განავალი.

კუჭში გასვლის შემდეგ აიღეთ განავალი რამდენიმე (4-5) ადგილიდან და მოათავსეთ კონტეინერში. ოპტიმალურია, მასალა ლაბორატორიაში მოიტანოთ დეფეკაციიდან 2-3 საათში.

ჭიის კვერცხების აღმოსაჩენად დასაშვებია წინა საღამოს აღებული მასალის გამოკვლევა — ამ შემთხვევაში ნიმუში შეინახეთ გრილ ადგილას და დილით მოიტანეთ ლაბორატორიაში.

ბამბის ტამპონის გამოკვლევა კეთდება შემდეგნაირად: ძილის წინ ბავშვი არ უნდა ჩაბანოთ, უკანა ტანის არეში მიადეთ პატარა სუფთა ბამბა ისე, რომ დაიფაროს ანალური ხვრელი, დილით კი ბამბა მოათავსეთ კონტეინერში ან პარკში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.

05არის თუ არა ნაწლავში მცხოვრები პარაზიტებისგან თავის დაცვის გზები?

მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, მხოლოდ უსაფრთხო წყლისა და საკვების გამოყენება, ხელების ხშირი დაბანა, ხილისა და ბოსტნეულის კარგად რეცხვა.

06შეიძლება თუ არა პარაზიტები გადავიდნენ ცხოველებიდან ადამიანზე?

დიახ, ზოგიერთი პარაზიტული დაავადება ზოონოზურია, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა. ასეთია, მაგალითად, ლეიშმანიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ექინოკოკოზი და სხვა.