FAQ

FAQ

პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება მიკროსკოპირება, ანტიგენის დეტექცია, სისხლის შრატში ანტისხეულების განსაზღვრა
პარაზიტული დაავადებების დროს სიმპტომები მრავალფეროვანია. ნაწლავის პარაზიტოზების დროს ადამიანს შეიძლება აღებიშნებოდეს ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, გულის რევა, ღამით ნერწყვისდენა, მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ტკივილი ჭიპის ირგვლივ, ყაბზობა ან ფაღარათი. აღსანიშნავია აგზნებადობის მომატება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, კანის ქვილი, გამონაყარი.
დიახ, ბავშვის ორგანიზმში პარაზიტების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების შეფერხება, იმუნიტეტის დაქვეითება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
ნაწლავის პარაზიტოზების დიაგნოსტიკისთვის ტარდება მიკროსკოპირება. გამოსაკვლევი მასალაა: ბამბის ტამპონი/პერიანალური ანაფხეკი და განავალი.

კუჭში გასვლის შემდეგ, აიღეთ განავალი რამდენიმე ადგილიდან (4-5 ადგილიდან), მოათავსეთ კონტეინერში. ოპტიმალურია გამოსაკვლევი მასალა ლაბორატორიაში მოტანილი იქნეს დეფეკეციიდან 2-3 საათის შემდეგ.

(ჭიის კვერცხების აღმოსაჩენად, დასაშვებია წინა საღამოს აღებული მასალის გამოკვლევა, ამ შემთხვევაში აღებული ანალიზი მოთავსებული იქნას გრილ ადგილას და დილას იქნას მოიტანილი ლაბორატორიაში)

ბამბის ტამპონის გამოკვლევა კეთდება შემდეგნაირად: ძილის წინ ბავშვი არ უნდა ჩაბანოთ, უკანა ტანის არეში მიადოთ პატარა სუფთა ბამბა, ისე რომ დაიფაროს ანალური ხვრელი, დილით ბამბა მოათავსეთ კონტეინერში, ან პარკში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, მხოლოდ უსაფრთხო წყლისა და საკვების გამოყენება, ხელების ხშირი დაბანა, ხილისა და ბოსტნეულის კარგად რეცხვა.
დიახ, ზოგიერთი პარაზიტული დაავადება ზოონოზურია, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა. ასეთია მაგალითად ლეიშმანიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ექინოკოკოზი და სხვა.

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები

Cart
  • Your cart is empty Browse Shop
  • ka_GE