ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
საზოგადოების და პაციენტების საყურადღებოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ შპს “სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის" ლოგოს წარმოადგენს:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს "სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი“ საქმიანობას წარმართავს მხოლოდ ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნით.
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი გაფრთხილებთ, რომ ინტერნეტ-სივრცეში ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია ანტიჰელმინთური პრეპარატის "Bactefort "- ის შესახებ, რომელიც "შემუშავებულია“ სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მიერ და მისი ავტორია ვინმე ნინა ჯავახიშვილი.
გაცნობებთ, რომ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტს არანაირი კავშირი ამ პრეპარატთან არ აქვს და ნინა ჯავახიშვილი არასოდეს ყოფილა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი.
მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და არ გამოიყენოთ გაურკვეველი წარმოების სამკურნალო საშუალება.
სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტი წამყვანი დაწესებულებაა ამიერკავკასიაში პარაზიტულ დაავადებათა კვლევისა და მკურნალობის სფეროში. ინსტიტუტი წარმოადგენს ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის მონოპროფილურ კლინიკას, რომელიც აღჭურვილია პარაზიტოზებზე კვლევისათვის საჭირო ყველა სამკურნალო და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული ტექნოლოგიებით.
დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმებითა და საშუალო სამედიცინო პერსონალით, რომელთა მიზანს წარმოადგენს მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიწოდება. დაწესებულების ბაზაზე ხორციელდება ტრენინგები სამედიცინო პარაზიტოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში. ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული მომხმარებელის ინტერესებზე და ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ თქვენი მოთხოვნილებების გათვალისწინებით ხდება.